პროდუქტი N3

პროდუქტი N3

შემადგენლობა: გაწმენდილი წყალი, პროპოლისი, პროპოლისის კონცენტრირებული ექსტრაქტი, ვერცხლის იონები.
ბალზამის საფუძველია პროპოლისის წყალხსნარი, რომელსაც ბაქტერიოციდული, ანტივირუსული, გამწმენდი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი ახასიათებს, აფერხებს დაავადებების განვითარებას და აძლიერებს იმუნიტეტს. ყველა ეს თვისება განპირობებულია შემადგენელი კომპონენტებით, რომლებიც ამაღლებენ ორგანიზმის მდგრადობას ვირუსებისადმი და ბაქტერიებისადმი და ახასიათებთ ანტიმიკრობული თვისებები. პროპოლისის კონცენტრირებული ექსტრაქტის მიღების ტექნოლოგია იძლევა საშუალებას პროპოლისგან გამოყოფილი იქნას ბიოფლავონოიდები, რომლებიც უძლიერესი ანტიოქსიდანტებია და დიდ როლს თამაშობენ ადამიანის ორგანიზმის გაახალგაზრდავებასა და გაჯანსაღებაში. აქვთ P-ვიტამინური აქტიურობა – ამაგრებენ სისხლძარღვების კედლებს, აძლიერებენ C ვიტამინის მოქმედებას. ბალზამი არ შეიცავს სპირტს, ამიტომ ბავშვებში, ორსულებში, მოხუცებსა და სპორტსმენებში იმუნიტეტის დასაცავი საუკეთესო საშუალებაა.
თვისებები:

  • ახასიათებს ანტიბაქტერიული მოქმედება (დამღუპველად მოქმედებს ბაქტერიებზე, მათ შორის ჰელიკობაქტერიაზე (Helicobacter pylori (Hp) – წყლულოვანი დაავადების გამომწვევი).
  • აფერხებს ვირუსების ზრდა-განვითარებას, აქვს სოკოს საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მოქმედება.
  • ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი, ჭრილობის შემახორცებელი მოქმედება
  • აქვს მძლავრი ანტიტოქსიკური მოქმედება (ნებისმიერი მოწამვლების დროს) და იმუნომოდულატორული მოქმედება. ქსოვილებიდან გამოდევნის მძიმე მეტალებსა და ტოქსინებს.
  • აქვს P-ვიტამინური აქტიურობა, წმენდს და ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, ხსნის სისხლძრღვოვან სპაზმს. ამცირებს სისხლის სიბლანტეს. აგრეთვე ამცირებს ქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ბეტა-ლიპოპროტეიდების დონეს.
  • აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და ონკოპროტექტორული მოქმედება.
  • აუმჯობესებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების (განსაკუთრებით, ფარისებრი და კუჭქვეშა ჯირკვლების) მოქმედებას.
  • ახასიათებს სედაციური, ანტისტრესული და გამაახალგაზრდავებელი მოქმედება.
  • აქვს წყლულის შემახორცებელი და რეპარაციული მოქმედება. ხელს უწყობს ნაწლავური მიკროფლორის აღდგენას.
  • აქვს მატონიზირებელი და გამაჯანსაღებელი მოქმედება.
ჩვენებები:
  • დაქვეითებული იმუნიტეტი, იმუნოდეფიციტური მდგომარეობები.
  • ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები: მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციები, გრიპი, ანგინები, ბრონქიტები.
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოების დაავადებები: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, კოლიტი, დისბაქტერიოზი.
  • ხშირად მოავადე ბავშვებში, როგორც იმუნიტეტის გამაძლიერებელი და გამაჯანსაღებელი საშუალება.
  • თირკმლებისა და შარდის ბუშტის ანთებითი დაავადებები (ნეფრიტი, პიელონეფრიტი, ცისტიტი)
  • ძვალ-სახსროვანი სისტემის ორგანოების დაავადებები: ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი, კოქსართროზი, რევმატოიდული ართრიტი და სხვა ართროპატიები.
  • ორსულებში ანთებითი და ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ.
  • როგორც მძლავრი ანტიოქსიდანტი, ეფექტურია ქრონიკული არა ანთებითი დაავადებების დროს (გულის იშემიური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ენდოკრინული სისტემის დაავადებები, ონკოლოგია).
მიღების წესი: დიდებში – 1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, დავაყოლოთ 1 ჭიქა წყალი.
ბავშვებში: ½ ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. 

We use cookies
Cookie preferences
Below you may find information about the purposes for which we and our partners use cookies and process data. You can exercise your preferences for processing, and/or see details on our partners' websites.
Analytical cookies Disable all
Functional cookies
Other cookies
ღილაკის დაჭერით ვეთანხმები შეთანხმების პირობებს. Learn more about our cookie policy.
Accept all Decline all Change preferences
Cookies